კრისტიან დანიელსონი დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი უკვე დატოვა.

კრისტიან დანიელსონი ორი დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

დღეს დილიდან მან შეხვედრები გააგრძელა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიბავშთა ცენტრები მუშაობის განახლებას ითხოვენ-სამინისტროში შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა