კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

„შეგვატყობინეს, რომ დანიესოლთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი “ობიექტივის” ეთერში გათაცემას “სტუდია #8” წაიყვანს
შემდეგი სტატია“განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ?” – პუტინი განმარტავს რატომ არ გაიკეთა ვაქცინა საჯაროდ