21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

კრისტენ მიხალი: პუტინის შეკავებაში წარუმატებლობა თავდაცვის ხარჯებზე გაცილებით ძვირი დაჯდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეკავების შეუძლებლობა ევროპას გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს თავდაცვაზე გაწეული ხარჯებია. მისი თქმით, კითხვა აღარ დგას იმაზე, უნდა გააკეთოს თუ არა ევროპამ მეტი საკუთარი უსაფრთხოებისთვის — მთავარია, რამდენად სწრაფად შეძლებს ამის გაკეთებას, რადგან ძლიერი ევროპა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს.

მიხალმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები 20%-ით (139 მილიარდ დოლარზე მეტით) გაზარდეს, რაც იძულებითი ნაბიჯი იყო და რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია.

„პასუხი იზომება არა მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტებით, არამედ დაკარგული სიცოცხლეებით, დასუსტებული უსაფრთხოებით, დარღვეული ეკონომიკებითა და მშვიდობის აღდგენის ფასით. დღეს შეკავებაში ინვესტირება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხვალ აგრესიის შედეგების გადახდა“, — განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთი თავდაცვის სფეროში საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ზე მეტს ახმარს და ნატო-ს სხვა წევრებსაც მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტები.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების გაგრძელებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიტანას ნაუსედა: თუ ევროპული ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე არ გაზრდიან, ნატო შესაძლოა რამდენიმე ნაწილად გაიყოს