კრიმპოლში მისული ბაჩო ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ იქ თავისი სურვილით მივიდა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც 13:00-დან იმყოფება ბაჩო ახალაია ხმის ნიმუშის აღების მიზნით, გამოჩნდა მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მისი თქმით, არავის დაურეკავს და მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ გამოკითხვის პროცესი გაჭინაურდა.

„არავის დაურეკავს. ვინაიდან ეს სიტუაცია გაიწელა, მოვედი მხოლოდ იმიტომ, რომ შევიდე და გავარკვიო, რა სიტუაციაა. რეალურად კი, არც რაიმე ინფორმაცია მაქვს და არც ის, რომ იქ რაიმე ხდება“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმები უწყებაში ბაჩო ახალაიას საჭიროების გამო გამოიძახეს თუ არა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ბაჩოს დასჭირდა, თუ სხვას, ვერ გეტყვით. რომ გამოვალ დეტალები მერე მეცოდინება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
შემდეგი სტატია7 საათიანი გამოკითხვა დასრულდა – ბაჩო ახალაიამ შსს დატოვა