კრიმინალური გარჩევა სამტრედიაში – დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სამტრედიაში, გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამ დრომდე კლინიკაშია მეორე დაჭრილი.

სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით არის დაწყებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შემდეგი სტატიატრაგედია შაორზე – სკოლის მოსწავლე წყალში გარდაცვლილი იპოვეს