კრიმინალური გარჩევა ბათუმში – ნაცემია პოლიციელი

ბათუმში, კრიმინალური გარჩევის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი სცემეს.

არსებული ინფორმაციით , მეშვიდე განყოფილების უფროსი გოჩა ვანაძე მაშინ სცემეს, როცა 10-15 კრიმინალის ჯგუფურ ჩხუბში ჩაერია. მას დაზიანებები თავში მიაყენეს. სად იმყოფება ნაცემი პოლიციელი, უცნობია, ის სამსახურში არ გამოჩენილა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, გარჩევის მონაწილეებიდან ერთი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ის 3.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიაცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი