კრიმინალური ავტორიტეტების, უშიშროებისა და ხელისუფლების ერთობლივი საიდუმლო თათბირი ოზურგეთში

mcrcatfzdjnqjbcკრიმინალური ავტორიტეტების, უშიშროებისა და ხელისუფლების ერთობლივი საიდუმლო თათბირი ოზურგეთში
ოზურგეთში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტების, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების და ხელისუფლების ერთობლივი საიდუმლო თათბირი შდგა, წუხელ, გვიან ღამით ოზურგეთში.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” წუხელ მიაწოდეს.
წყაროს ინფორმაციით, საიდუმლო შეხვედრა ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობაში შედგა.
აქ განთავსებულია გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ოზურგეთის მერია.
წყარო ვერ აზუსტებს კონკრეტულად ამ სამიდან სად მიმდინარეობდა შეხვედრა, თუმცა მისივე ცნობით მასში მონაწილეობას არ ღებულობდნენ გუბერნატორი და გურიის პოლიციის უფროსი.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, მასში კრიმინალური ავტორიტეტი ვახო სიმონიშვილი, ოზურგეთის უშიშროების ხელმძღვანელი, ასევე ვანო მერაბიშვილის შსს მინისტრობის დროს გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსი შოთა ჭანუყვაძე, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ილა კეჭაყმაძე და სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენი კახა გაგუა მონაწილეობდნენ.
წყაროს ცნობით შეხვედრაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და მასში “ქართული ოცნების” გამარჯვებისათვის აუცილებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
პირველი საკითხი ყველა სოფელში კრიმინალური ავტორიტეტების, პოლიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია გახლდათ.
“გურიის მოამბე” შეეცადა შემოსული ინფორმაციის გადამოწმებას და ჩვენი წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობასთან წუხელ, ღამის 12 საათზე იმყოფებოდნენ.
შენობის შესასვლელში (ანუ წინა მხრიდან) იდგა ვახო სიმონიშვილისა, კახა გაგუას, ილა კეჭაყმაძის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პირად და სახელმწიფო საკუთრებაში არსაებული ავტომანქანები.
შენობის უკანა მხარეს, ახლომდებარე ჩიხში იყო შოთა ჭანუყვაძის “ტოიოტა პრადოს” მარკის ჯიპი სახელმწიფო ნომრებით AA772AB, იქვე ადგილობრივი უშიშროების ხელმძღვანელის მანქანაც.
თავად “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანქანა კი მოშორებით, “პრობაციის სამსახურის” (ეპისკოპოსის ქუჩა) შესასვლელთან იდგა, თუმცა მონაწილეობდა თუ არა თალაკვაძე აღნიშნულ შეხვედრაში უცნობია.
წყაროს ცნობით ეს უკანასკნელი თავის თავზე იმ პირთა ხელშეუხებლობას იღებს, რომელთაც პრობლემები აქვთ სამართალდამცავ უწყებებთან, თუმცა არჩევნებში მის მხარდასაჭერად ჩაერთვებიან.
“გურიის მოამბე” შეეცდება კიდევ უფრო მეტი დეტალების მოპოვებას და მას მოგვიანებით გაცნობებთ.
პ.ს.ამ წუთებში რედაქციას ნაგომარიდან (სოფელი ოზურგეთის რაიონში-შედის ლანჩხუთი ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში) დაუკავშირდნენ და აცნობენ რომ, ბოლო ორი დღეა სოფელში პატიმრობიდან სასწრაფოდ განთავისუფლებული ადგილობრივი მ. წ-შვილი ადგილობრივ მოსახლეობას ემუქრება და აიძულებს არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთოს.

 

“გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო – აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს, გაცხრილონ პარტიები კრიმინალური ელემენტებისგან