,,კრიმინალის ზრდას შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს და ეს ღიმილი შეაშრება მას სახეზე”

კრიმინალის ზრდას შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს და ეს ღიმილი შეაშრება მას სახეზე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„კრიმინალის ზრდა და უბედურება ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს გვეტყვით აქ. თქვენს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს, კადრებს ეთერში, შეაშრება სახეზე ეს ღიმილი პოლიტიკურად. ის გარწმუნებთ, რა ვქნათ, კრიმინალი იზრდება, საზოგადოება არ თანამშრომლობს ჩვენთანო. ეს ხალხი, კრიმინალური სამყაროს წევრები ვიხილეთ საარჩევნო უბანზე, როგორ ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოებს, შუაზე გაგჭრითო, უბინძურეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ყველაფერი გადაღებულია, ფიზიკურადაც ეხებოდნენ. მოვისმინე თქვენი ყველა თავმომწონე, ტრიპაჩული განცხადება, როგორ მოიგეთ. შევეჩვიეთ მოგებასო, ღიმილით თქვა პარლამენტის სანდომიანმა თავმჯდომარემ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ზრდილობისთვის რომ გეთქვათ, ვგმობთ, ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად ხართ დამოკიდებული და იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში,,ქობულია სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის, ალბათ, ასეთი მეთოდი აქვს, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს”
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს