კრიმინალი „გენერლები“ გელა ქარდავასთვის „კანონიერი ქურდის“ სტატუსის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდნენ

დიდ კრიმინალურ ოჯახში მაფიოზ გელა ქარდავას ხელახალ დაბრუნებას „გენერლები“ ეწინააღმდეგებიან და მისთვის „კანონიერი ქურდის“ სტატუსის აღდგენა ისევ ჩაიშალა, – ამ შინაარსის სტატიას რუსული გამოცემა აქვეყნებს.
გელა ქარდავას „კანონიერი ქურდის“ სტატუსი „ბოსების ბოსმა“, ზაქარია კალაშოვმა, იგივე შაქრო მალადოიმ 2015 წელს, დიდ ქურდულ შეკრებაზე ჩამოართვა. მას შემდეგ ქარდავას გავლენები საგრძნობლად შემცირდა, თუმცა სტატუსის დაბრუნებას არაერთხელ შეეცადა.
2015 წლის ზაფხულში, თურქეთში, დიდი „სხოდკის“ მოწყობაც უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ. Росбалт-ის ინფორმაციით, გელას „ქურდული უფლებამოსილების“ დაბრუნების შანსი რამდენიმე ხნის წინ, გაიოზ ზვიადაძის (გია ქუთაისსკის) ციხიდან გათავისუფლებით გაუჩნდა, რომელმაც მაშინ დატოვა რუსეთი და უცხოეთში გადაბარგდა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, რისი მიღებაც გელა ქარდავასგან სტატუსის აღდგენის სანაცვლოდ შეეძლო. მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დროის ამბავი იყო, გია ქუთაისკიმ „კანონიერი ქურდების“ – დავით ოზმანოვის (დათო კრასნოდარსკი), სერგეი ღლონტის (გუგა) და კახაბერ ფარფალიასგან (კახა გალსკი) სატელეფონო ზარი მიიღო. ამ გზავნილით, შაქროს და სხვა “პატივსაცემი “სტარიკების” გადაწყვეტილების უგულებელყოფა არ ღირდა. საკუთარი აზრი მერაბ ჯანგველაძემაც (მერაბ სუხუმსკიმ) გამოხატა, რომელსაც იტალიაში შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი აზრი ქარდავას სასარგებლოდ იყო. შედეგად, გელას “ოჯახში” დაბრუნება ზვიადაძემ გადადო. ქარდავას საკითხი ქურდულ სამყაროში ისევ ღიაა. მას პრობლემები თავისი მფარველის, „დედ ჰასანის“ მკვლელობის შემდეგ შეექმნა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე დააკავეს
შემდეგი სტატიაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა