ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს

ე.წ. ქურდული სამყაროს წრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.გ.სენაკში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი, ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – “მაგამედისა” და “ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად “თემურ სოხუმსკი”) დახმარებით, მოქალაქეს შვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 ათას აშშ დოლარს სძალავდნენ. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი – 10 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც “ქურდული სამყაროს” წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითაც წარედგინა

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი არ ან ვერ აპირებს,ამიტომ ვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის განცხადებით,თუ ეპიდემიის საფრთხე დადგება,არჩევნები უნდა გადაიდოს