კრიმინალებმა იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფელბა სრულდება – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და “ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიმინალებმა იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფელბა სრულდება და სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ ბოლო დღეებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე ქართველ ახალგაზერდებთან ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრა.

“კრიმინალებმა იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფელბა სრულდება და ცდილობენ დროზე მოიპარონ, გაძარცვონ, დახოცონ. ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიაკტორი, რომ ივანიშვილი მთავრდება არის კრიმინალების ასეთი გააქტიურება ბოლო დღეებში. მათთან ბრძოლა არ არის საჭირო არანაირი ძალაუფლების გათვალისწინებით, საჭირო არის იმით, რომ არ იყოს კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში, არ იყოს სამართალდამცავი ორგანოები გამოყენებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის და არ იყოს გამოყენებული არავის პირად გვარდიად”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაზე და ამბობს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ მომავალში პოლიტიკური დევნა აღარ იყოს შესაძლებელი.

“მიმაჩნია, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გადმოგცეთ ხელისუფელბა თქვენ (ახალგაზრდებს). ერთადერთი მთავარი, რა რეფორმა, რაც უდნა გავატაროთ – შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო, რომ მერე აღარ დაგვიწყონ დევნა მთელს მსოფლიოში, ეს მართლა ძალიან ცუდად გამოვცადე ჩემს თავზე და ნაღდად აღარ ვაპირებ დავტოვო ისეთი სასამართლო სისტემა, რომელსაც ვინმე ბოროტად გამოიყენებს მომავალში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა

“ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, პრემიერმინისტობისკენ არ მიისწრაფვის, თუმცა თვლის, რომ მაღალი შანსები არის გახდეს საქართველოს პრემიერი.

ქართველ ახალგაზრდებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ახლაგაზრდებს ძირითადად შეკითხვები ჰქონდათ: ეკონომიკის, განათლების რეფორმებზე, გაყინულ კონფლიქტებზე, ოკუპირებულ აფხაზეთზე, გაზრდილ კრიმინალზე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“ პოსტს ავრცელებს – „ნეტავ, რა უხარიათ?!“
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრი – ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს