კრეტის კრება ხაზს უსვამდა კოსტანტინოპოლის ტახტის პირველობას მართლმადიდებლურ სამყაროში

რეპლიკა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ინტერვიუზე ბატ. ნიკა გვარამიასთან

კრეტის დიდ (მსოფლიო) საეკლესიო კრებაზე რუსეთის ეკლესიის არწასვლა გამოწვეული არ იყო უკრაინის საკითხით, რადგან წინდაწინ კონსტანტინოპოლთან შეათანხმა მოსკოვმა, რომ უკრაინის (და ზოგადად ავტოკეფალიების დაფუძნების ერთიანი კანონიკური სტანდარტის შემუშავების საკითხი, რაც დიდ რჯულისკანონში აქამდე არაა სრულყოფილად გაწერილი და კანონიკური პრობლემაა) საკითხი ამოღებული იქნებოდა კრების დღისწესრიგიდან. ეს იყო რუსეთის ეკლესიის კრებაზე წასვლის ფასი, რასაც კონსტანტინოპოლი დათანხმდა კრების ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით. მაშ რატომ არ წავიდა მაინც რუსეთის ეკლესია კრეტის კრებაზე და მოიმიზეზა საქართველოს და ბულგარეთის ეკლესიების მიერ კრების ბოიკოტირება, როდესაც ყველა განსახილველ საკითხზე და დოკუმენტზე საღვთისმეტყველო წინააღმდეგობა არ ჰქონდა და სავსებით იზიარებდა კრეტის კრების დადგენილებების პროექტებს?! უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრებაზე არ წასვლას მოსკოვის საპატრიარქო მარტო ვერ გადაწყვეტდა კრემლის თანხმობის გარეშე, ან სულაც ეს შეიძლება იყო კრემლის უშუალო დირექტივა კირილესადმი. მაშ რა იყო მათი არ წასვლის მიზეზი?! მიზეზი ერთია: კრეტის კრება ხაზს უსვამდა კოსტანტინოპოლის ტახტის პირველობას მართლმადიდებლურ სამყაროში. აი, ესაა ის, რაც არ უნდოდა და არ უნდათ პუტინს და კირილეს, ანუ მოსკოვს და რის გამოც არ გამოცხადდნენ ისინი კრებაზე. რაც შეეხება შერეულ ქორწინების საკითხს (მართლმადიდებლის ჯვრისწერა არამართლმადიდებელ ქრისტიანზე, რაც რუსეთის ეკლესიაში სამასი წელია დაშვებულია ისედაც), ამაზე კრებამ გაითვალისწინა საქართველო-ბულგარეთის ეკლესიათა შენიშვნა და აღარ დაამტკიცა, დაუტოვა რა არჩევანის უფლება ავტოკეფალურ ეკლესიებს – წერს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
banner
წინა სტატიაშივასაძე და ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის – რატიანი
შემდეგი სტატიამე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა