კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს, ასევე ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც.

როგორც რუსული მედია წერს, ორბანმა პუტინთან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა.

ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა. მოსკოვში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშითიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს
შემდეგი სტატიაTI: ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს