კრემლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის თებერვლის ბოლოს შეხვდნენ

კრემლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის თებერვლის ბოლოს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დასავლური მედიები ძალიან ბევრს წერენ, ასევე ბევრს წერენ ჩვენი მედიები. შეიძლება, ასე იყოს ან შეძლება არ იყოს“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარკვეული მომზადება იქნება საჭირო.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა „ძალიან მალე“ შეხვდეს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან საუბრისას „სტრატეგიულ ორაზროვნებას ქმნის“ „ძალიან მტკიცე სიტყვების“ გამოყენებით და „გაურკვევლობის“ შექმნით, რასაც „შეუძლია ზეწოლის მოხდენა“
შემდეგი სტატიადმიტრო კულება – ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა, ის ყოველთვის ცდილობდა პრობლემების გადაჭრას პირდაპირ აშშ-თან, ევროპელების ან სხვების გარეშე