კრემლს მადუროში ეჭვი შეეპარა

რუსეთს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვი ეპარება, რომელსაც მოსკოვი პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან მხარს უჭერს – კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს. სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვში დღითიდღე ცხადი ხდება, რომ ვენესუელაში არსებული კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მადუროს სულ უფრო ნაკლები ხალხი დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, მან, შესაძლოა, სამხედრო რესურსი დაკარგოს, რადგანაც, არმია, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მზად არ არის მადუროს მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ასევე, მოსკოვს ესმის, რომ ვენესუელაში ისეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ რუსეთს იქ სიტუაციის გამოსწორება არ შეუძლია, სამხედრო მხარდაჭერა კი, შეუძლებელია ქვეყნების სიშორის გამო.

მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარეს. მადუროს მხარს უჭერენ მხოლოდ რუსეთი, ირანი და თურქეთი.

banner
წინა სტატიაშისირიიდან წასვლის მიუხედავად აშშ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას გააგრძელებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ