კრემლს არ სჯერა ზელენსკის განცხადების, რომ ამერიკის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემის შემთხვევაში, მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს – პესკოვი

რემლს არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების იმის თაობაზე, რომ ამერიკელების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდების შემთხვევაში, მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ აქვთ.

„იმისთვის, რომ ვენდოთ, საჭიროა გამოცდილება შემთხვევებში, როდესაც მოცემული დაპირებები სრულდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება სრულიად არ არსებობს. პირიქით, მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასაარჩევნო მთავარი დაჰპირებიდან დაწყებული, ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არ შესრულებულა. არც მინსკის შეთანხმება შესრულებულა, ისინი დავიწყებას მიეცა, ამასთან უკრაინული მხარის ბრალეულობით. ამიტომ უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ გვაქვს“ -განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიComCom: 2021 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 114 მილიონი ლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიაკარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს – სამადაშვილი