ევროკავშირს სურს გააძლიეროს ენერგეტიკული თანამშრომლობა ისრაელთან რუსეთის შანტაჟის საპასუხოდ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ქცევა მხოლოდ აძლიერებს ევროკავშირის სურვილს, გათავისუფლდეს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან.
„ჩვენ ამჟამად ვიკვლევთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა ისრაელთან. ევროკავშირს სჭირდება ისრაელის გაზი“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.