კრემლმა პირობა დადო, რომ ჩერნოგორიის ნატოში მიწვევას უპასუხოდ არ დატოვებს

ნატოს აღმოსავლური ექსპანსია რუსეთის მხრიდან პასუხგაუცემელი არ დარჩება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ადრეა რაიმე ტიპის კონკრეტულ ზომებზე საუბარი.
“სხვადასხვა დონეზე მოსკოვი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნატოს ექსპანსია, აღმოსავლეთში ნატოს ინფრასტრუქტურა, ცხადია რუსეთის მხრიდან არ დარჩებოდა უპასუხოდ უსაფრთხოებისა და ინტერესების პერიტეტის გამო” – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის ინფრმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მალე გააკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნატომ ოფიციალურად მოიწვია ჩერნაგორია ალიანსის 29-ე წევრად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: მამუკა ვასაძეზე არჩევნის შეჩერების ერთადერთი მთავარი მიზეზი და საფუძველი იყო მისი პროფესიონალიზმი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო “ღია კარის” პოლიტიკის გადაწყვეტილებას მისალმება