კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია

კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე საუბრისას გააკეთა.

“კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როცა ის ალფაში მსახურობდა, მასთან ერთად მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე თანამშრომელიც. რა თქმა უნდა გუშინ, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, მიესალმნენ”, – თქვა პესკოვმა.

ვადიმ კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯლი – ის მსჯავრს ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს ახალი პირადობა აიღონ, რომ სერვისებზე დაბრკოლება არ შეექმნათ
შემდეგი სტატიადემოკრატები: კამალა ჰარისს საკმარისი ხმები აქვს ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვი