კრემლმა ჩეჩნეთში გეების მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

კრემლმა გერმანულ გამოცემას პუტინის შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა

კრემლში იციან ჩეჩნეთში სექსუალური ორიენტაციის გამო გეების მასობრივი დაკავებების შესახებ – ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა დღეს, 3 აპრილს. “მაინც, ვთვლი, რომ ეს საკითხი სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა და არა კრემლის” – თქვა პესკოვმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გასარკვევია, აღნიშნული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა ალვი კარიმოვმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთში გეებს ავიწყოვებენ, უარყო. ადრე “ახალმა გაზეთმა” გამოაქვეყნა სტატია “ღირსების მკვლელობა”, სადაც სუბარი იყო იმაზე, რომ ჩეჩნეთში უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ასობით ჰომოსექსუალი დააკავეს. “აღნიშნული პუბლიკაცია აბსოლუტური სიცრუეა, არ შეიძლება დააკავო და შეავიწროვო ისინი, ვინც, უბრალოდ არ არიან რესპუბლიკაში” – კარიმოვმა განაცხადა.
“ჩეჩნეთში მსგავსი ხალხი რომ არსებობდეს, სამართალდამცველებს არ დასჭირდებოდათ მათზე რეაგირება, რადგან, იქამდე მათ ნათესავები გააგზავნიდნენ დანიშნულების მისამართზე, იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან” – ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა თქვა.

banner
წინა სტატიაში(Video) ვლადიმერ პუტინმა მეტროსადგურის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაელისო კილაძე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს