კრემლმა ბელორუსს თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ ბელორუსი დისპეტჩერების მოქმედება გამართლებულია თვითმფრინავის მისნკში დასმის გამო – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა “ტასსისა” და “კომერსანტის” ჟურნალისტებს.

“თუკი ჩვენ სწორად გვესმის, შეტყობინება იყო ბორტზე გარკვეული საფრთხის შესახებ და საერთაშორისო წესების თანახმად რეაგირება მოხდა… ზოგადად, საფრთხე შესაძლებელია ყოფილიყო არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბორტზე იმყოფებოდა. იმისათვის, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაყვანილიყო, როგორც ირწმუნებიან, დისპეტჩერებმა იმოქმედეს” – თქვა პესკოვმა.

რაც შეეხება ბელორუს ოპოზიციონერ ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ მას მალე გაანთავისუფლებენ, თუკი მის მიმართ კანონის კუთხით არანაირი შეკითხვები არ გაჩნდება.

როგორც გავრცელდა, 23 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ხვალ გააკეთებს განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ..
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნექსტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერი პროტასევიჩის ვიდეოს ნახვის შემდეგ: ბელორუსის მოქმედებებს შედეგები მოყვება
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია: ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოში, რუსეთის ფედერაციის გავლით