კრემლის წინააღმდეგ ბრალდებები სრული სიცრუეა – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის სავარაუდო დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და „სრული სიცრუე“ უწოდა.

როგორც პესკოვმა „ბიბისის“ განუცხადა, იყო „ბევრი სპეკულაცია“ თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი მგზავრების „ტრაგიკული სიკვდილის“ შესახებ.

„ეს სპეკულაცია რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მოდის. სრული სიცრუეა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ დროისთვის ბევრი ფაქტი არ გვაქვს, ფაქტები უნდა დაზუსტდეს ოფიციალური გამოძიებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, ვიხილეთ შთამბეჭდავი პროგრესი და ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა – დეგნანი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეგა ჰოლდინგი“ ახალ საწარმოს აშენებს