კრემლის თქმით, სიკვდილით დასჯის შემოღება “ჯერ ადრეა”

კრემლის თქმით, სიკვდილით დასჯის შემოღება

კრემლის თქმით, სიკვდილით დასჯის შემოღება "ჯერ ადრეა"რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ივანოვის თქმით, საკითხი, რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ “ადრე და მიზანშეუწონელია”.
“ზოგჯერ ემოციებიდან კი არა, ჯანსაღი აზრიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს განსაზღვრავს. ამიტომ ჩემი პირადი აზრია: ემოციური ნაწილის გაზიარებისას მე ვთვლი, რომ მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს ჯერ ადრე და თან მიზანშეუწონელია” – განაცხადა ივანოვმა “სამართლიანი რუსეთის” ლიდერის სერგეი მირონოვის მოწოდების კომენტირებისას, რომელიც რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომასა და ფედერაციის საბჭოზე გამოსვლისას მირონოვმა “გამონაკლისის სახით ტერორისტების და პირების, რომლებიც ტერორისტების საქმიანობას უზრუნველყოფენ, სიკვდილით დასჯა მოითხოვა”.
წინადადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატები და სენატორები.
ამასთანავე, სერგეი ივანოვმა, რომელიც სიკვდილით დასჯაზე სანქციების მოხსნის წინააღმდეგი გამოვიდა, განაცხადა, რომ ამ საკითხზე რუსეთში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 90% თანახმა იქნება.

banner
წინა სტატიაშირაკკის აქტივისტები: “ისლამურ სახელმწიფოზე” განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა
შემდეგი სტატიასაგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისში