29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

კრემლის პრესსპიკერი: თუ ბატონი ზელენსკი გამოხატავს რუსეთში ჩამოსვლის მზაობას, ჩვენ ამას მივესალმებით

თუ ბატონი ზელენსკი გამოხატავს რუსეთში ჩამოსვლის მზაობას, ჩვენ ამას მივესალმებით, -განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

,,თუმცა შეგახსენებთ, პუტინი ამბობდა, რომ მზად იყო, მისთვის მოსკოვში ემასპინძლა. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი მოსკოვია და არა კონსტანტინოვკა. ამიტომ, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, როგორც კი მზად იქნება მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მისაღებად“,- განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: “თუ კოსტიანტინოვკა ახლა რუსეთის კონტროლქვეშაა, მაშინ პუტინს, ალბათ, არ გაუჭირდება იქ ჩემთან შეხვედრა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოძიება, რათა ომი საბოლოოდ დასრულდეს”.

გუშინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი კოსტიანტინოვკა სრულად დაიკავეს რუსულმა ჯარებმა. დღეს აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინულმა მხარემ სიცრუე უწოდა – ზელენსკიმ კი პუტინს მოუწოდა, კონსტანტინოკვაში შეხვდეს მოლაპარაკებებისთვის.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ველა ხედავს, რომ ჩვენ რუსეთს ინიციატივა წავართვით და ვაბრუნებთ ამ ომს იქ, საიდანაც ის მოვიდა
შემდეგი სტატია5 ივლისიდან მასწავლებლის გამოცდები იწყება