კრემლის მორიგი მოთხოვნა-საჭიროა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისუფალ გარემოში აირჩიოს თავისი ახალი ხელმძღვანელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, მაქსიმ მუსიხინის განცხადებით, რუსეთთან მემორანდუმის გასაფორმებლად და ხელის მოსაწერად, უკრაინამ ახალი ხელისუფლება უნდა აარჩიოს.

“მნიშვნელოვანია ის, თუ ვისი ხელმოწერა იქნება დოკუმენტზე, რადგან ახლა, უკრაინის მოქმედ “ხელმძღვანელს” უკვე დიდი ხნის დაკარგული აქვს შიდა ლეგიტიმაციაც კი, არა თუ გარე. შესაბამისად, შესაძლოა, იყოს გარკვეული პრობლემები დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით, თუ მას ასეთი პირი მოაწერს ხელს. საჭიროა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისუფალ გარემოში აირჩიოს თავისი ახალი ხელმძღვანელი. მაშინ ხელის მომწერე იქნება ლეგიტიმური”, – თქვა მუსიხინმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მრჩეველი ამბობს, რომ სსრკ იურიდიულად არსებობს, ხოლო უკრაინის საკითხი “შიდა თემაა”
შემდეგი სტატიასაელჩო მარკო რუბიოს მიერ საქართველოზე გაკეთებულ კომენტარს ავრცელებს