კრემლის მედია: შოიგუმ პუტინს ლუგანსკის “გათავისუფლება” შეატყობინა

რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიის “გათავისუფლების” შესახებ მოახსენა.

„დღეს, 2022 წლის 3 ივლისს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა ს.კ. შოიგუმ მოახსენა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალს ვ.ვ.პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ”. ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აცხადებენ, რომ ლისიჩანსკი არ არის რუსების სრული კონტროლის ქვეშ
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები