კრემლის მაღალჩინოსანი 9 მაისის ორგანიზებისთვის მარიუპოლში ჩავიდა – უკრაინის დაზვერვა

პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო 9 მაისის ორგანიზებისთვის მარიუპოლში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარიუპოლი რუსი ოკუპანტების გეგმის მიხედვით, “ზეიმის ცენტრად” უნდა იქცეს, ამ მიზნით კი, ოკუპანტები ასუფთავებენ ცენტრალურ ქუჩებს ნამსხვრევებისგან, აუფეთქებელი ჭურვებისა და გვამებისაგან.

“პუტინის მაღალჩინოსნის მთავარი ამოცანა, 9 მაისის “საზეიმო ღონისძიებებისთვის” მომზადებაა. ცნობილია, რომ რაშისტები უარს ამბობენ ოკუპირებულ დონეცკში დღესასწაულის გამართვაზე, მათ შორის აღლუმის იმიტაციაზე. ასევე, ისინი ამჟამად არ აწარმოებენ მოსამზადებელ სამუშაოებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე”, – წერია უწყების განცხადებაში

უწყების ცნობით, მარიუპოლში ასევე იმყოფება კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი და დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დენის პუშილინი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს – მიშელი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო