“კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს” – ხრისტო გროზევი

“კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს”- ამის შესახებ საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

გამომძიებელი ჟურნალისტი პლატფორმა “X”-ზე უხეშად გაყალბების შესახებ მიანიშნებს.

“ოფიციალური” შედეგები, რომელიც დათვლილი იქნა 70% ხმებით: 53% მიიღო პრორუსულმა “ქართულმა ოცნებამ”. მე არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში მართალი ვიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლის გეგმა ხმების უხეშად გაყალბების შესახებ მოქმედებს”, – წერს ხრისტო გროზევი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
შემდეგი სტატიამოსყიდვა, ძალადობა, გაყალბების მცდელობა – გახარიას გუნდი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებს აჯამებს