კრემლის განცხადებები, რომ რუსეთი ამ ომში, რეალურად, ნატოს ებრძვის ფედერაციის წარუმატებლობის გამართლების მცდელობებია – ბაიდენი

რუსეთს ესმის, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დასახულ მიზნებს იგი ვეღარ მიაღწევს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლის განცხადებები, რომ რუსეთი ამ ომში, რეალურად, ნატოს ებრძვის ფედერაციის წარუმატებლობის გამართლების მცდელობებია.

„რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. მათ ესმით, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. ვფიქრობ, ეს ამ წარუმატებლობის გამართლების მცდელობაა. კრემლი ამბობს, რომ რუსეთი ამ ომში, რეალურად, ნატოს ებრძვის. ამით, ისინი თავიანთი წარუმატებლობისთვის საბაბს ეძებენ“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

კრემლის პროპაგანდისტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია ნატოს ებრძვის. მსგავსი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ნატო რეალურად ომს რუსეთთან შუამავლების მეშვეობით აწარმოებს“.

banner
წინა სტატიაშიანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა – საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს? – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაროცა გუტერეში კიევშია, რუსეთის თავდასხმა არის მსოფლიო უსაფრთხოებაზე თავდასხმა – რეზნიკოვი