კრემლის ბოტებმა ბოლო 24 საათში ცნობილი ადამიანების სახელით, უკრაინის საწინააღმდეგო 120 000 ყალბი პოსტი გაავრცელეს

ტელეგრამ არხ Агентство -ს ინფორმაციით, ბოტებმა, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, ბოლო 24 საათში 120 ათასი პოსტი გამოაქვეყნეს ცნობილი ადამიანების სახელით და ყალბი ციტატებით. ჯენიფერ ენისტონს, სკარლეტ იოჰანსონს, ალენ დელონს, ანჯელინა ჯოლის, ლუკ ბესონს, ელტონ ჯონს, ლიონელ მესისა და სხვებს მიაწერდნენ ციტატებს, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

საუბარია Двойник-ის ქსელის ბოტებზე, რომლებსაც Агентство მოიხსენიებს, როგორც კრემლის დეზინფორმაციის ყველაზე დიდი ქსელი, რომელიც მუშაობს დასავლელი აუდიტორიისთვის.

ჟურნალისტების ცნობით, პარასკევის საღამოდან მოყოლებული, ბოტებმა სოციალურ ქსელში X-ში 50 სურათი გამოაქვეყნეს ყალბი ციტატებით, რის შემდეგაც სხვა ანგარიშებმა 120 ათასზე მეტჯერ გადააკეთეს ისინი. პოსტებს უკვე რამდენიმე ასეული ათასი ნახვა აქვს.

ბოტებმა გამოაქვეყნეს ფოტოები ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და პოლონურ ენებზე წარწერებით.
ბოტები ცნობილი ადამიანების სახელით წერდნენ, რომ „ევროკავშირი იშლება“ და „ევროპა გაღატაკებულია“. მაგალითად, “ელტონ ჯონი” წერს: „ჩვენ ჩავვარდით უკრაინის ხაფანგში. ახლა ევროკავშირი იშლება“.

“სააგენტო” აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთიდან მართულ ბოტები მასიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანების ფრაზებს, რომლებიც მათ არასდროს უთქვამთ.

მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა გაავრცელეს ბიონსეს, ოპრა უინფრის, რონალდუსა და სხვა ვარსკვლავების ყალბი ციტატები, რომლებიც “მოითხოვდნენ”, რომ დასავლეთს შეეწყვიტა უკრაინის დახმარება.

banner
წინა სტატიაშიდიდი დაპირისპირება ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის
შემდეგი სტატიასავსებით რეალურია, რომ “ოცნებას” სავიზო შეზღუდვები ევროპამაც დაუწესოს – ნიკა მელია