კრემლის ბევრი გეგმა გაანადგურა ჩვენმა ჯარმა და ხალხმა – ერმაკის პასუხი “მეორე ფაზის” მიზნებზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა რუსეთის გეგმებს ომის “მეორე ფაზაში” და განაცხადა რომ უკრაინას თავდაცვის საკუთარი სცენარი აქვს:

“რუსეთმა გამოაცხადა თავისი გეგმა ომის მეორე ეტაპისთვის. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დაიპყრონ დონბასი და სამხრეთ უკრაინა ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკურ ზეწოლაზე დაყრდნობით. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სცენარი უკრაინის დასაცავად და მინდა შეგახსენოთ, რომ კრემლის ბევრი გეგმა გაანადგურა ჩვენმა ჯარმა და ხალხმა“, – განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ომი თავისუფლებისთვის, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიროცა ვკითხეთ რა სჭირდებოდათ, ითხოვეს საბრძოლო მასალა. არც წყალი, არც საკვები – დანილოვი მარიუპოლის მცველებზე
შემდეგი სტატიალიეტუვის პრეზიდენტი ნატო-ს მოუწოდებს მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში