კრემლი – ვლადიმერ პუტინმა მაკრონსა და შოლცს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მარცვლეულის ექსპორტის, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ვარიანტების მოძიებას

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის, ვარიანტების მოძიებას, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლში ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების გაზრდა ასევე ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას სურსათის გლობალურ ბაზარზე, თუმცა ამისთვის საჭიროა დაწესებული სანქციების მოხსნა.

„სურსათის გლობალურ ბაზარზე დაძაბულობის შემცირებას ხელს შეუწყობს ასევე რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების გაზრდა, რასაც დასჭირდება შესაბამისი სანქციების მოხსნა“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

წინა სტატიაშიმელიტოპოლის შესასვლელთან რუსულ ენაზე წარწერა „მელიტოპოლი – რუსეთი სამუდამოდ“ დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაძლიერი ტკივილები აქვს, თუ მნახველი არ ჰყავს, ძირითადად წევს – ალასანია