25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

კრემლი სომხეთს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით ემუქრება

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს დაბლოკავს, კრემლი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო აღიარებას დაარტყამს.

რუსული მხარის მტკიცებით, ამ შემთხვევაში პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერევიან:

„თუ ეს ანტიდემოკრატიული სცენარი განხორციელდება, სომხეთის მოქალაქეებს წაერთმევათ საკუთარი ქვეყნის მომავლის არჩევის უფლება, რაც ეჭვქვეშ დააყენებს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას მთლიანად. ამ შემთხვევაში, ისეთი სტრუქტურებიც კი, როგორიცაა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ვეღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ‘შეშფოთებით’ და ვერ მიაჩუმათებენ კანონის უხეშ დარღვევას“, — აცხადებს ზახაროვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: პროდასავლურმა ძალებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები: აშშ-ის მიმართ აგრესიული რიტორიკა კონსტიტუციური მისწრაფებების ღალატია