კრემლი რომ არ დამცირებულიყო შევეგუეთ ჩეჩნების ხოცვას, საქართველოს ნგრევას, ალეპოს განადგურებას…. – გლუკსმანი

“აქ არ არსებობს “სახე”, რომელიც უნდა “შენარჩუნდეს”, არსებობს ფაშისტური ომის მანქანა, რომელიც უნდა შეჩერდეს” – ასე გამოეხმაურა ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზებაზე.

გლუკსმანის თქმით, დათმობების პოლიტიკის გამო, საფრანგეთი შეეგუა “ჩეჩნების ხოცვა-ჟლეტას, საქართველოს დანგრევას, ალეპოს განადგურებას, ყირიმისა დონბასის ოკუპაციას”.

“საფრანგეთის ხელისუფლების ეს აკვიატება, რომ პუტინს სახის შენარჩუნებაში დავეხმაროთ, მაშინაც კი თუ ეს მოითხოვს დიდ დათმობებს აგრესორისთვის, სამარცხვინოცაა და ძალიან საშიშიც. არ არსებობს სახე, რომელიც უნდა გადავარჩინოთ, არსებობს ფაშისტური ომის მანქანა, რომელიც უნდა გავაჩეროთ.

ეს იმეორებს ცნობილ მოსაზრებას რუსეთის არდამცირების შესახებ, მაგრამ ვინ ვის ამცირებს 20 წელია?! იმისთვის, რომ კრემლი არ დამცირებულიყო შევეგუეთ ჩეჩნების ხოცვა-ჟლეტას, საქართველოს დანგრევას, ალეპოს განადგურებას, ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას. მთელი საფრანგეთის პოლიტიკურ კლასს გასდევს ფონად ეს ცდუნება პუტინიზმის წინაშე დათმობებზე წასვლისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მემარცხენეებს. მე ვიბრძოლებ დაუნდობლად, ყველგან, ყოველთვის”,- დაწერა რაფაელ გლუკსმანმა ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალების გაძლიერების მიზანი შიდაპარტიულ პრიორიტეტს წარმოადგენს – წილოსანი
შემდეგი სტატიალუკაშენკომ უკრაინის ჯარის მოქმედება შეაქო