21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კრემლი ოქროს რეზერვებს ყიდის

The Moscow Times-ის ინფორმაციითა და ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 21.77 ტონა ოქრო გაყიდა, რითაც მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით მან საგრძნობლად გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (4.23 ტონა).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სტატისტიკით, ეს არის ოქროს რეზერვების ყველაზე მასშტაბური გაყიდვა რუსეთის მიერ 1998 წლის დეფოლტის შემდეგ. წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე ქვეყანამ სულ 49.7 ტონა (1.6 მლნ უნცია) ოქრო რეალიზა, რის გამოც 1 აგვისტოსთვის მისი რეზერვები 73.2 მილიონ ტროას უნციამდე შემცირდა — რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Finam-ის ანალიტიკოს ალექსანდრ პოტავინის განმარტებით, ოქროს გაყიდვის მთავარი მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობის შევსებაა.

PIIE-ს ეკონომისტის, ელინა რიბაკოვას თქმით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ კრემლს სხვა ლიკვიდური აქტივები ეწურება. დასავლეთის სანქციების გამო გაყინული $300 მილიარდის შემდეგ, რუსეთს მხოლოდ $100 მილიარდის სავალუტო რეზერვი დარჩა (სრულად ჩინურ იუანში).

Macro-Advisory-ს ანალიტიკოს კრის ვიფერის განცხადებით, რუსეთს კვლავ სიდიდით მეხუთე ოქროს რეზერვი აქვს. გაყიდვის მიმდინარე ტემპით (თვეში 200–300 ათასი უნცია), რეზერვის სრულად ამოწურვას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმდნენ — პროცესი საქართველოს კვეთის წერტილიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაFinancial Times: CIA-ის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა შესაძლოა წამყვანი როლი დაიკავოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში