კრემლი მზაკრული გეგმის განხორციელბას იწყებს

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 15:39

კრემლი მზაკრული გეგმის განხორციელბას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (პარლამენტში) ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსრკ-ის ყოფილი მოქალაქეები მიიღებენ ამერიკული “გრინ-ქარდის” ანალოგს _ ე.წ. რუსულ ბარათს.

კანონპროექტმა, რუსი კანომდებლების აზრით, უნდა გააერთიანოს რუსები, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აგრეთვე, გაამყაროს ენობრივი, ნათესაური კავშირები და დაიცვას რუსი ხალხის ფასეულობები უცხოეთში.

ყოფილი თანამემამულეები, რომლებსაც გადაეცემათ ასეთ ბარათი, სავარაუდოდ, მიიღებენ დამატებით შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: ქვეყანაში უვიზოდ შესვლის, უფასო განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებას და სხვ.

ერთ-ერთი პირობა, რომლის დაცვის შემთხვევაში “რუსული ბარათი” გაიცემა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელზე, არის მტკიცებულება პირდაპირი ნათესაობისა რუსებთან ან სსრკ-ის მოქალაქეებთან, ანუ “რუსული ბარათის” მიღების კანდიდატის მამა, დედა, ბებია ან ბაბუა უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე ან თვითონ კანდიდატს წარსულში უნდა ჰქონდეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა.

კიდევ ერთი პირობაა რუსული ენის კარგად ცოდნა. ამასთანავე, კანდიდატი არ უნდა ეწეოდეს ისეთ მოღვაწეობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონი არის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მსგავსი კანონი მიიღეს პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა.

თუ რუსეთის პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, პირველი “რუსული ბარათი” უკვე 2018 წლიდან გაიცემა.

წყარო

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 15:39

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics