კრემლი: მოსკოველი გოგონას მოკვლაში ნაციონალური მოტივი არ იკვეთება

კრემლი: მოსკოველი გოგონას მოკვლაში ნაციონალური მოტივი არ იკვეთება

გუშინ მოსკოვში მომხდარი გოგონას მკვლელობა არანაირად არ უკავშირდება ეროვნებათშორის პრობლემებს – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“რა ნაციონალური საკითხი? მოსკოვი უზარმაზარი მეგაპოლისია. ის მრავალეროვნულია და მრავალკონფესიური და არ არის საჭირო ეს ეროვნულობას დავუკავშიროთ” – განაცხადა პესკოვმა.

“ეს საშინელი ტრაგედიაა თავისი არაადამიანობით და შეუწყნარებლობით. გამოძიება ყველაფერს დაადგენს” – თქვა პესკოვმა.
მისივე განცხადებით, კადრების აკრძალვის შესახებ განკარგულება, თუ როგორ მიდის ქუჩაში ქალი, რომელსაც მოჭრილი გოგონას თავი უჭირავს, კრემლიდან არ გაცემულა და ეს თვითონ ტელევიზიების გადაწყვეტილებაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში დატრიალებულ ტრაგედიას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა – წინასწარი ინფორმაციით, ძიძამ ის ჯერ გაგუდა და შემდეგ თავი მოაჭრა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს
შემდეგი სტატიაკატასტროფა მეტროში, ასობით დაღუპული-ინგლისში სწავლებები მიმდინარეობს+ფოტო