კრემლი ისევ ითხოვს “საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას” და “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას

რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და “საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას ისევ ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ, განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“რეგიონში ზოგადი მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით.” ნათქვამია განცხადებაში.

ლავროვის სამინისტრო გაღიზიანებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დევნილების დაბრუნების თაობაზე და წერს:

“ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველო ყოველწლიურად შემოაქვს” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეოს თქმით, აღსანიშნავია “წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლური განცხადებები”.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა განაახლეს მუშაობა და ვიმედოვნებთ, მომავალ კვირაში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა