“კრემლი განიხილავს რუსეთში მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, შეიძლება დამთხვევაა”

კრემლი განიხილავს რუსეთში მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, შეიძლება დამთხვევაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციონერების შეკრებაზე განუცხადა. უგულავამ კომენტარი გააკეთა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.

„მაჟორიტარების ამ „ბრწყინვალე“ ინიციატივის შესახებ თქვენგან ახლა გავიგე და გამახსენდა ერთადერთი რამ – ერთი თვის წინ კონფერენციაზე შევხვდი ვლადიმერ მილოვს, რომელიც არის ნავალნის პარტიის წარმომადგენელი. ის კონფერენციაზე ყვებოდა, რომ კრემლი აქტიურად განიხილავს რუსეთში შერეულიდან მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. არ ვიცი, შეიძლება ეს დამთხვევაა, მაგრამ დამთხვევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს მენტალურად ერთი გაჭრილი ვაშლის ორი მხარეა. ვგულისხმობ, „ედინაია რასიასა“ და „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თურმე ასევე უნდა მთლიანად მაჟორიტარულზე გადასვლა.

ცხადია, ამ სისულელეს, რუსეთისგან განსხვავებით, ვერ მოახერხებენ და თუ ამას მოახერხებენ, ეს იმდენად სრული მარგინალიზაციაა ივანიშვილის, რომ უკვე თავი მოიკლა და ახლა ამით თავისი ხელით ჩაარჭობს საკუთარ კუბოს პოლიტიკურ ლურსმანს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან
შემდეგი სტატია” თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია”-მიტროპოლიტი დიმიტრი