კრემლი ევროკავშირის და აშშ-ს მოთხოვნას დაკავებულების განთავისუფლების შესახებ, არ შეასრულებს

რუსეთის მთავრობა არ აპირებს ევროკავშირის და აშშ-ს მოთხოვნა, გუშინ მიტინგზე დაკავებულების განთავისუფლების შესახებ, შეასრულოს – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“აღნიშნულ მომენტში ამ მოწოდების შესრულება არ შეგვიძლია” – პესკოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა და აშშ-მ გუშინ რუსეთის ქალაქებში მიმდინარე დაკავებები გააპროტესტეს და რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების განთავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ნავალნის არასანქცირებული მიტინგის გამო ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიასირია: ამბოხებულების თქმით, მათ რაკასთან სამხედრო ბაზა დაიკავეს