რემლი დონალდ ტრამპთან პუტინის შეხვედრას აუცილებლად მიიჩნევს,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვლადიმირ პესკოვმა განაცხადა, თუმცა, ვადა არ დაუკონკრეტებია.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთი შეხვედრის მოლოდინი არსებობს და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეხვედრა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა”, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმითვე, ჯერ დაკონკრეტებული არაფერი არ არის:
“ამ შეხვედრის გასამართავად მთელი რიგი ღონისძიებებია დასაგეგმი და ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, მხოლოდ ამის მერე გვეცოდინება კონკრეტული დეტალები”, – თქვა პესკოვმა.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ორი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდეს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის ტურნეს დროს, რომელიც 13-16 მაისსაა დაგეგმილი, პესკოვმა უპასუხა, რომ პუტინი ამ ეტაპზე არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას.