რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ერთმანეთს ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, თუ ორივე ლიდერი ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„სამიტამდე ჯერ დიდი დროა. თუ ლიდერები ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან და ისაუბრებენ“, — აღნიშნა უშაკოვმა.
მისივე თქმით, შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლს ვაშინგტონიდან სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია.
„უნდა დაველოდოთ. სამიტამდე სამი თვეა, წინ ბევრი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს“, — დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

















