კრემლი: 2024 წლის შემდეგ გაზის ტრანზიტი ევროპის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 2024 წლის შემდეგ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება ევროპული მოთხოვნის მოცულობაზე – რუსული “ინტერფაქსი” წერს.
ჟურნალისტებმა პესკოვს გუშინ “გაზპრომის” მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს იმის შესახებ,
უკრაინის გავლით შესაძლებელია თუ არა ევროპაში რუსული გაზის გაყიდვის მოცულობის გაზრდა.
პესკოვმა თქვა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ისა და უკრაინის ტრანზიტის თემა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას განიხილა. მან, ასევე გაიხსენა “გაზპრომის” განცხადება, სადაც კომპანია ამბობს, რომ 2024 წლის შემდეგ უკრაინიდან გაზის ტრანზიტი შესაძლებელია გაგრძელდეს თუკი ეს ეკონომიკურად მისაღები იქნება და თუკი უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება ამისთვის.

უკრაინულ “ნეფტგაზსა” და რუსულ “გაზპრომს” შორის შეთანხმებას ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონ-ბერლინს შორის დადებული ხელშეკრულებით ბერლინი ვალდებულია ხელშეკრულება, რომელიც 2024 წელს იწურება, 10 წლით გააგრძელებინოს რუსეთს. თუმცა, რუსეთს 2024 წლის შემდეგ არანაირი იურიდიული ვალდებულება არა აქვს ეს გააკეთოს – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიკარგი იქნებოდა, რომ მელიასთვის დაეჭირა მხარი ყველა ოპოზიციურ პარტიას-ნიკა მელიას ექნება ჩემი მხარდაჭერა
შემდეგი სტატიატიკარაძე პირბადის ტარებაზე: საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს