კრამონი პოზნერის ჩამოსვლაზე: შოკში ვიყავი, ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს

“შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს”, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ფონ კრამონი “ფორმულას” ეთერში, პოზნერის ვიზიტს.

“მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო”, – ამბობს კრამონი.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუწია.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ტყუილია, რომ თითქოს ევროკავშირის რაღაც სანქციებზეა საუბარი
შემდეგი სტატიამდინარაძე ვოლსკიზე: როცა მონას გეძახიან, ძნელი მოსათმენია