კრამონი: მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით ევროპარლამენტარები იმედგაცრუებული არიან.

“მიუხედავად ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლისა, მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი ამას გაიგებს. ასევე გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. მას შეუძლია ეს ტრადიცია თავისი სურვილისამებრ შეინარჩუნოს. პარლამენტის წევრებთან შესახვედრად და სასაუბროდ ჩამოვედით. მინდა კოლეგებთან პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისაუბრო. მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს”,– თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება
შემდეგი სტატიახვიჩია: ისე გამოდის, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იტანჯება