კრამონი: მმართველ პარტიას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის

“სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ნათლად ერთი რამ ჩანს: მმართველ პარტიას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “მთავარ არხთან” საუბრობს.

პოლიტიკური გარემო უკიდურესად გამომწვევია, რბილად რომ ვთქვათ და ბევრი რამ დევს სასწორზე. ჩვენ სიტუაციას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და, გულწრფელად რომ გითხრათ, სულ უფრო და უფრო მეტად ვღელავთ. ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და ახლა ნამდვილად მწვერვალია დაძაბულობის, რაც დღითიდღე სულ უფრო და უფრო უარესდება.

სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ნათლად ერთი რამ ჩანს: მმართველ პარტიას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. ფრაზა სახელმწიფოს მიტაცებაც იყო ნახსენები. ტერმინოლოგია საკმაოდ ფართოა და მსგავსი ფრაზების გამოყენებას მე ყოველთვის ვერიდენობი საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს ის არის, რაც ჩვენ ნანახი გვაქვს მოლდოვასა და აზერბაიჯანში.

ახლა კი, ვფიქრობ, ეჭვი აღარ არის, რომ საქართველოში მართლაც ვხედავთ სახელმწიფოს მიტაცებას, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ყოველთვის იყო მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ბოლო კვირებსა და თვეებში მე მუდმივად მქონდა იმედი, რომ თბილისში გადაწყვეტილებების მიმღებები გააცნობიერებდნენ, რომ მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ან მომხრების წინაშე, არამედ ქვეყნის წინაშე, მაგრამ რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო და უფრო მეპარება ეჭვი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხალხი აზრს ვერ ხედავს არჩევნებში, რადგან მიაჩნიათ, რომ შედეგები უკვე დაწერილია, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ვინც რა არ უნდა იკადროს, ყველას მაინც ძმური და კაცური ხელი უნდა გავუწოდოთ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა