კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფასილიტაროების ჩართულობით “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს “ტვიტერზე” ეხმაურება.

კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ.

“მესამე ცდა! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოების პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შემოთავაზება მიღებულ იქნება ყველა მხარის მიერ. კომპრომისებზე წასვლა საქართველოს გულისთვის არის სიძლიერე. ქართველები იმსახურებენ სრულ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს,” – წერს “ტვიტერზე” ვიოლა ფონ კრამონი.

banner
წინა სტატიაშიმიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: ჩვენ გვინდა ნატო და ევროპა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ დამატებით ტვირთი მოკავშირეებისთვის