კრამონი იმ ტექსტით საუბრობს, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია – ქადაგიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმ ტექსტით საუბრობს, რასაც “რადიკალური ოპოზიცია, “ომის პარტია” იყენებს”. მისი აზრით, ქართული საზოგადოება ვერ იგებს, სად არიან ისინი.

“უცბად ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ ტექსტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს. კრემლი, საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, ჩაბარდა ეგ წარსულს, ამ ნარატივით დღეს რომ ოპოზიცია და მისი ლობისტები საუბრობენ, ქართული საზოგადოება საერთოდ ვერ იგებს, სად არიან ისინი და რა დღის წესრიგით ცხოვრობს ხელისუფლება და საქართველო”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაზგაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში – დაიღუპა 2 ადამიანი
შემდეგი სტატიაყველა შეეგუოს, რომ საქმე აქვს საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან – მაჭარაშვილი პარტნიორებს