ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს მიმართავს.
“არის შანსი, რომ ევროკავშირმა განახორციელოს ანალოგიური ქმედებები ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ზომების შეთანხმება”, – წერს ევროპარლამენტარი.
***
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ “შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს”.