კრამერი: ვერ წარმოვიდგენდი, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის ფოკუსში თუ მე ვიქნებოდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი Washington Post-ში გამოქვეყნებული წერილით ეხმაურება თბილისის კონფერენციაზე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

კრამერის თქმით, თბილისში ჩასვლამდე ძნელად თუ წარმოიდგენდა, აშშ-ის საელჩოს წინ გამართული აქციის ფოკუსში და პროსამთავრობო არხის თავდასხმის ობიექტი თუ იქნებოდა.

“როცა ამ თვეში საქართველოს დედაქალაქში მივემგზავრებოდი კონფერენციაზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ აშშ-ის საელჩოს წინ გამართული განრისხებული დემონსტრაციის ფოკუსში მოვექცეოდი და პრო-სახელისუფლებო არხზე გასული სიუჟეტის თავდასხმის ობიექტი გავხდებოდი. ეს გამოცდილება იმდენად დამანაღვლიანებელი არ ყოფილა, რამდენადაც შემაცბუნებელი იყო”, – წერს კრამერი.

საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრისას კრამერი ამბობს, რომ ბევრი ასპექტით, ქვეყანა NATO-ს ზოგიერთ წევრზე მზადაა ალიანსის წევრობისთვის.

“საქართველოს სტაბილურად შეაქვს წვლილი აშშ-სა და NATO-ს ამა თუ იმ ოპერაციაში მსოფლიოს გარშემო და ერთ დროს NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან უცხოური ძალების ყველზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში, სადაც მათ 32 ჯარისკაცი დაკარგეს. ბევრი ასპექტით, საქართველო უფროა მზად NATO-ს წევრობისთვის, ვიდრე ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი”.

10 სექტემბერს, როცა დევიდ კრამერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის შესახებ მიჰყავდა პანელი, მისი ჩაშლა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სცადა.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფოკუსშიც სწორედ ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის დევიდ კრამერი, აღმოჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშირაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე – ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა
შემდეგი სტატიაჰგონიათ, რომ პარლამენტი არის „ქართული ოცნების“ სახლი – ხოშტარია